8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიმართვას ავრცელებს

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიმართვას ავრცელებს.

პეტრე ცაავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს მიმართავს და წმინდა სინოდს მიმართავს.

,,​მე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსში მყოფი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), წარმოგიდგენთ წინამდებარე მიმართვას:
​ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს მადლით ჩემზე მონიჭებული წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი იესო ქრისტეს ეკლესიის წინაშე გამოვხატო მზაობა, რათა სამოციქულო კანონებისა და კანონიკური ტრადიციის შესაბამისად, სრულფასოვანი ხმის უფლებით, მონაწილეობა მივიღო საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში.

​საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზის მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზის დასჯა დაუშვებელია.

​წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხელდასხმის საიდუმლოთი, და ეს უფლება კანონით შეუზღუდავია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:
ა) მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან განდგომა (ერესი);
ბ) ფსიქიკური უუნარობა;
გ) კანონიკური წესით მღვდელმთავრობიდან განკვეთა.
​ეპისკოპოსი ხელდასხმის მომენტიდან სინოდის წევრია, არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, არამედ ხელდასხმის საიდუმლოს მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საღვთო მადლი ზეაღმატებულია საეკლესიო კანონმდებლობაზე!

​ველი თქვენს წერილობით პასუხს კანონიკური ნორმებით გათვალისწინებულ ვადებში.”,- აღნიშნულია მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, კრამატორსკში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას