მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა . იგი მოთავსებული იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრთან არსებული ონკოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ხოლო რამდენიმე საათის უკან ის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატეს, მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია თბილისში, კლინიკა “დიღომიჰოსპიტალში”, ხოლო 5 ივნისს გადმოიყვანეს ქუთაისში და მოათავსეს ონკოლოგიის ცენტრში.

მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლისაა. იგი 1983 წლის 25 დეკემბრიდან მწყემსმთავრობს ქუთაის-გაენათის ეპარქიას.

წყარო:ქუთაისი თუდეი

banner
წინა სტატიაშიყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა მელია- ვასაძე
შემდეგი სტატიაგაერო: ჯამალ ხაშოგი სახელმწიფოებრივი დანაშაულის მსხვერპლი გახდა