9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს, რომ კანდიდატურა მოხსნა

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს.

“თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”- მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა ისაიამ.

ცნობისთვის, ოცნების პროპაგანდისტმა უცნობმა, თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.

“ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები,” – განაცხადა უცნობმა.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის საზღვაო ძალების სარდალი ლიკვიდირებულია – დარტყმები სრული ძალით გრძელდება
შემდეგი სტატიაგვარამია: რუსეთი “ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს ყიდის და ამის დამადასტურებელია, მარია ზახაროვას განცხადებაც