მიტროპოლიტი იოანე თეოლოგებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე Facebook-ზე ქართველი თეოლოგების წერილს პასუხობს, სადაც მას თეოლოგების მიერ გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით დებატებში იწვევდნენ. მიტროპოლიტის თქმით, ლანძღვის გამო ის არანაირ დებატებში მონაწილეობას არ აპირებს.

“თეოლოგებისგან“ ერთ არგუმეტს მაინც ველოდი, ლანძღვის ოსტატები აღმოჩნდნენ. ლანძღვის კონტექსტში დიალოგი არ შედგება. ჰქონდათ შანსი, საკუთარი თეოლოგიური ღირსება გამოეჩინათ. ჩემ მიერ შეთავაზებული გამოცდის ერთ ბილეთზეც ვერ გასცეს პასუხი. მათ ფრაზეოლოგიას თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი სულიერი დაცემა. მეცოდება, ვინც ის ტექსტი შეადგინა”. – წერს მეუფე იოანე.

თეოლოგები იოანე გამრეკელს: თქვენზე უფრო სამარცხვინო მმართველი არასოდეს ჰყოლია ქუთაისის ეპარქიას

banner
წინა სტატიაშითეოლოგები იოანე გამრეკელს: თქვენზე უფრო სამარცხვინო მმართველი არასოდეს ჰყოლია ქუთაისის ეპარქიას
შემდეგი სტატიააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე – ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო