მიტროპოლიტი იოანე – გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლესიო შესწავლა მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა იოანემ აღნიშნა, საპატრიარქო სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდა.

“რადგან სასამართლო მამა გიორგისთან დაკავშირებით დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ ეკლესიის კანონების მიხედვით, უნდა განიხილოს საკითხი. ეკლესიას აქვს თავის სამართალი, რჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ეს შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა. საუბარია მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების, ზიარებისა და სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად მონიტორინგის სისტემებს განათავსებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დელეგაციასთან ერთად ეწვია