16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღეს სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია

პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, დღევანდელ სინოდზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, – განაცხადა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მიტროპოლიტის განცხადებით, დადგენილება არ შეცვლილა და სასულიერო პირები სამებაში კიდევ შეიკრიბებიან.

,,საორგანიზაციო საკითხები იყო, რაც შემდეგ სინოდზე უნდა იყოს განხილული. დადგენილება არ შეიცვალა – როცა ახალი პატრიარქი იქება დადგენილი, დადგენილება მერე უნდა შეიცვალოს. სამებაში უნდა შევიკრიბოთ,” – განაცხადა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა.

ეპისკოპოსები დახურულ კარს მიღმა 5 საათის განმავლობაში მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რომლითაც ქართული ეკლესიის ახალი მეთაური უნდა შეარჩიონ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი კანდიდატის ასაკი და განათლება იყო.

banner
წინა სტატიაშიტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა იოლად შეუძლია, მაგრამ ამისთვის მეტი დროა საჭირო
შემდეგი სტატიაგაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება