მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და წერს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელიც საზოგადოების ნორმალურ ყოფას აღადგენს. მისი თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ არ მიიღონ პრევენციული ზომები, ადამიანთა ავადმყოფობაზე და გარდაცვალებაზე პასუხისმგებლები არიან.

“პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე”, – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.

ამ ტექსტთან ერთად მან Facebook-ზე საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტის, იეროთეოსის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ფოფორაძე: მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება, ახლა მთავარია მოხდეს პროცესის შეჩერება
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე დღეს, 23 მარტს მოსმენა გაიმართება