მიტროპოლიტი დანიელი-ეს უკვე არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი

“როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას. ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვითისმშობელი და არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას, მრავალი ნიშანია და მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის გამრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როცა თვით რჩეულნიც, რჩეული ქრისტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. აი, ეს არის უკვე სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო მატულობს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები ”
– ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახური წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა