21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მიტროპოლიტი დანიელი: დაკავებულების თემაზე ილია მეორის სიცოცხლეშიც გვისაუბრია, საუბრები ახლაც გრძელდება

„წმინდა სინოდის კრების მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის პრეროგატივა არის, მას კი ამის შესახებ ჯერ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ.

პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს ერთ-ერთი [განსახილველი] საკითხი იყოს, თუმცა, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს პატრიარქის პრეროგატივა არის. ჩვენ ამაზე გვისაუბრია ილია მეორის სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, მღვდელმთავრებსაც უსაუბრიათ. ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგს ვიხილავთ.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირება დასრულდეს და მშვიდობა და ერთსულოვნება აღდგეს. ამისთვის ორივე მხრიდან ურთიერთპატივისცემაა საჭირო და, ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემულობა, მე მგონი, ეს არის საწინდარი და ეს ჩემი პირადი აზრია”, – განუცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აქციების დროს დაკავებულთა შესაძლო გათავისუფლების საკითხზე, კითხვების საპასუხოდ “ტვ პირველთან”.

banner
წინა სტატიაში“დღეს იცინით, ხვალ თავად აღმოჩნდებით ამ გულგრილობის წინ”- ზურა სიხარულიძე ხელისუფლებას და პროპაგანდისტებს მიმართავს
შემდეგი სტატიატერორიზმი და ჯაშუშობა ირანის სასარგებლოდ: ბაჰრეინის სასამართლომ 9 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა