მიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, საპატრიარქო იმსჯელებს, შეუჩეროს თუ გაუგრძელოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება

რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ ეკლესიის კანონის მიხედვით უნდა განიხილოს საკითხი, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დამთავრების შემდეგ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ ე.წ. ციანიდის საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც რუსთველმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, სინოდმა აღნიშნულ საკითხზე იქამდე არ იმსჯელა, ვიდრე სასამართლო არ დასრულდა.

”გადაწყდა, რომ რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ ეკლესიის კანონის მიხედვით უნდა განიხილოს საკითხი. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, სჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ის შემთხვევა, რაც ისტორიულადაა ცნობილი, ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა – მისი მღვდელთმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების”, – განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად, საქართველო დატოვა
შემდეგი სტატია“პროცესი იყო გამჭვირვალე” – ლადო ჭანტურია ევროსასამართლოს მოსამართლედ შერჩევას აფასებს