მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ლისაშვილი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 24 ივნისის აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას გამოეხმაურა. მისი თქმით, მათი მოთხოვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს, არასერიოზულია.

„ეს დროებითი და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ და თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და თვითონ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ტერორიზმის სპონსორად უნდა იყოს აღიარებული – ზელენსკი
შემდეგი სტატიასიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი – ზალუჟნი