33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“მითხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადავყავდი, მათრიეს ასფალტზე და მირტყეს”- სააკაშვილი გლდანის ციხეს იხსენებს

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პირველ დღეებსა და გლდანის ციხის სამკურნალო ბლოკში მისი გადაყვანის დეტალებს იხსენებს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, უწყებამ ის მოატყუა, თითქოს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, ადგილზე მიყვანისას კი მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა, რაც მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოსა და ხალხმრავალი აქციების შემდეგ შეწყდა.

მესამე პრეზიდენტი დეტალურად აღწერს 50-დღიანი შიმშილობის პერიოდს და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს:

“შიმშილობის 44-ე დღეს მოტყუებით (მითხრეს რომ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადავყავდი) მიმიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ სასწრაფოდ მოწყობილ გლდანის ციხის „სამკურნალო ბლოკში”. გამატარეს კრიმინალების მწკრივში, მათრიეს ასფალტზე, მირტყეს და გონება დამაკარგვინეს“.

სააკაშვილის თქმით, ის იქვე მოკვდებოდა, რომ არა სტრასბურგის სასამართლოს მყისიერი ჩარევა და პარალელურად დაწყებული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები.

banner
წინა სტატიაში“მე ჩემს თავზე გამოვცადე ის, რასაც ახლა ელენე განიცდის, ესენი სადისტები არიან”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკრაინის ომის ხმაურის საფარქვეშ ჩემი მოშორება ადვილი იყო