მითხრეს ხმა მიეცი “ოცნებას” თორემ დახმარებას მოგიხსნითო – მგელაძეების ოჯახი “ქართულ ოცნებას” ზეწოლაში ადანაშაულებს

მუქარა მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციიდან – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში მცხოვრები მგელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი ,,ქართული ოცნების” შტაბის წარმომადგენლების მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

მათი თქმით, რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. მგელაძეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ.

„ოცნების“ ხალხი შტაბიდან იყო მოსული და მითხრეს რომ ხმა “ოცნებას” უნდა მისცეო, თუ არ მისცემ დახმარებას მოგიხსნითო. ხმას მე ვისაც მინდა იმას მივცემ,“-ამბობს რევაზ მგელაძე.

,,ქართული ოცნების” შტაბში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს სიცრუე პასუხს არ საჭიროებს.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოშია – საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი დააკვირდება
შემდეგი სტატიახარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა – პროფკავშირები