„მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ” – ანტისაოკუპაციო აქცია ქუთაისში

„მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ” – ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს.

ფლაერებზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მოსახლეობას დავურიგეთ ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენების შედეგებზე. ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნას და ვეტყვით, რომ მოთხოვნის შესრულებამდე არ დავიშლებით”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისის” წევრმა, ზურაბ კოსტავამ. აქცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

უკვე 26-ე დღეა, მომიტინგეები პარლამენტის წინ იკრიბებიან და შს მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

გიორგი გახარიას გადადგმის მოთხოვნა დღის წესრიგში ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ დადგა. პარლამენტის წინ შეკრებილები შს მინისტრის ბრძანებით რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი გერასიმე გამოდის ინიციატივით, ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს
შემდეგი სტატიაგახარია წადი! – ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ფლაერებს არიგებენ