” პუტინი მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ტრამპის სულელად წარმოჩენას ცდილობდა. თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები პუტინის დამშვიდებით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე რეალური მშვიდობის დამყარებით, მაშინ პრეზიდენტმა ახალი მრჩევლები უნდა მოძებნოს. რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება ამერიკის ინტერესებისთვის დამღუპველი იქნება, როგორც ბაიდენის მიერ ავღანეთის მიტოვება იყო კატასტროფული – ძალის მეშვეობით მშვიდობის გზით პოლიტიკის მემკვიდრეობისთვის.”- წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი, მიტჩ მაკკონელი.
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. მოგვიანებით, ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა: “ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი… 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – უკრაინა გადამწყვეტი არჩევანის წინაშეა”


















