10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ” – საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის სამძიმარი ქართველ ხალხს

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაერო-ს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“დავუშვებთ სახელმწიფო დროშას” – იაპონიის საელჩო ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებას უსამძმრებს და სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატია“ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ” – კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობასთან ერთად უსამძიმრებს ერს პატრიარქის გარდაცვალებას