მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა-გაგი მოსიაშვილი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, ყოფილი მთავრი პროკურორის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა.

საქმე ეხება ფარცხალაძის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს, შემოსავლებს და ქონებას, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს.

ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბიზნეს საქმიანობა არის ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად.

„მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ, პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ – განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილ მთავარ პროკურორსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, უფლებადამცველი ამბობს, რომ ინფორმაცია თითქოს ფარცხალაძემ ყიფიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ყიფიანს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

banner
წინა სტატიაში“ამ დეგრადირებული ადამიანის ყურება ძალიან ძნელია,“ – დავითც ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა