მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ​პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს – ოთარ თოიძე სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ჩავლენ. დღეს მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტიც იგეგმება.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება, როგორც პოსტტრავმული სტრესული დაზიანების სინდრომი, აშლილობა და გარდა ამისა, არის ვერნიკეს ენცეფალოპათია. ორივე დაავადება, ეს არ არის მყარი და სტაბილური მდგომარეობა, იგი ცვალებადია დროში, დამოკიდებულია მკურნალობაზე, დამოკიდებულია იმ ემოციურ სტრესზე, რომელიც მან მიიღო და ღებულობს ამ დღეების განმავლობაში. მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მან ერთხელ უკვე განიცადა წამება და არაადამიანური მოპყრობა”, – ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი პროკურატურას ბოლო 9 წლის განმვალობაში დაგროვილ არამიზნობრვ ხარჯებზე აღძრულ საქმებს ახსენებს
შემდეგი სტატიაგერმანიის ვაქცინაციის კომისია – „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის შესაქმნელად 3-6 თვეა საჭირო