30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

“მისი პროექტები თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილია”- ბადრი ჯაფარიძე თემურ უგულავაზე

“თემურ უგულავას გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია საქართველოსთვის, ქართული ბიზნესისთვის.

ის იყო ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ხედვით, გემოვნებითა და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მის მიერ განხორციელებული პროექტები იქცა სივრცეებად, რომლებმაც საქართველოს არაერთ ქალაქსა და უბანს ახალი სიცოცხლე, ახალი იერსახე და ახალი შესაძლებლობები შესძინა. მან დაამკვიდრა ხარისხის, პასუხისმგებლობისა და გემოვნების მაღალი სტანდარტი, რომელიც ყოველთვის სამაგალითო იქნება.
თემურ უგულავა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ. მისი პროფესიონალიზმი, შრომა და მიღწევები ქართული ბიზნესის განვითარებისა და თანამედროვე საქართველოს შენების ისტორიის ნაწილად დარჩება.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა ჰქონია.

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ბიზნესპარტნიორებს”, _ წერს სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციაში დაპირისპირების გაჩაღების მცდელობაა”- “ძლიერი საქართველო” მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატია“ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება არაკორექტულია”- პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს