მისი პოზიციაა, 20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ – ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატიმროში მოინახულა. ხერხეულიძე ამბობს, რომ ის თავს მხნედ გრძნობს, ახლა ნიკა გვარამია მხოლოდ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, საზოგადოებას კი მოუწოდებს, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პროდასავლური არჩევანი.

“ნიკა არის მხნედ, შემართებით. ელოდება 24 რიცხვის გადაწყვეტილებას ისევე როგორც ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი. მისი ძალიან დიდი სურვილია რომ საქართველოს ყველა პატრიოტმა შეძლოს გაერთიანება 20 რიცხვში და რუსთაველზე გავიდეთ, იმისთვის, რომ ევროპას გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არსად სხვაგან. ეს არის ნიკას საფიქრალი და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესის ირგვლივ არის მისი ყველა ფიქრი გაერთიანებული. და რა თქმა უნდა, მე მოვალე ვარ, საზოგადოებას, ყველას, მის გულშემატკივარს, გავუზიარო მისი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოვალეობა გახლავთ რომ 20 რიცხვში ვიყოთ ძალიან ბევრნი რუსთაველზე და გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ქვეყნის მტრებს ნიღაბი ჩამოხსნა – ჩიხელიძე
შემდეგი სტატიაკრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა – ლაიენი