მისი მშობლები ფულს იჯიბავენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ბუტა რობაქიძეზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ რობაქიძის მშობლებმა ფული აიღეს და მიცვალებულით ვაჭრობენ.

„დღეს ბუტა რობაქიძის ფოტოებია გამოფენილი, ყველგან ბევრ პროფილზე შემხვდა და ერთგან ეს კომენტარი დაიწერე და ვინც მე გამამტყუნებს ამის გამო ღმერთმა მიხედოს…

ეხლა ერთ რაღაცას დავწერ და ნუ დამეტაკებით ტროლები და ბიძინას ტაშის დმკვრელებიი….მოკლედ ჯერ ბუტა რობაქიძეზე დავწერ ძალიან ცოდვაა სასიკვდილოდ გაიმეტო ასეთი ახალგაზრდა ბიჭი და ამ ბიჭის სიკვდილი დანაშაულია,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ახალგაზრდა გაუხარელი სული… მაგრამ მისმა მშობლები მკვდარი შვილით დღემდე რომ ფულებს იჯიბავენ და ვაჭრობენ. ამას მე არ ვიგონებ ეგ ბევრისგან ნათვამია და დამტკიცებული,ბიძინას ფულებზე მიყიდა შვილი…. ახლა მეორე, როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ ასევე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანი, საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს. რატომ ამ საკითხზე არ იღებთ ხმას თუ ის ახალგაზრდა არ იყო და მისი მშობლები არ გამწარდნენ? მაგრამ ერთის დანაშაულს რომ ხედავთ და კვეხულობთ ილაპარაკეთ მეორე დანაშაულზეც, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი მაჩალიკაშვილებს მკვდარი შვილი ფულზე არ გაუყიდიათ, იბრძვის ბოლომდე თავისი სიმართლისთვის“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ეხმაურება.

„მაგ სიმართლით იარეთ ბატონო მალხაზ!მეცოდებით, ისეთი რამ იკადრეთ. ერთადერთი ანგელოზი შვილი წამართვეს ,რუდუნებით გაზდილი და ენა როგორ მოგიბრუნდათ, ასეთი სიბინძურე ამოგეშვათ პირიდან.უფალმა შეგინდოთ“, – წერს ია მეტრეველი.

ბუტა რობაქიძის დედის ამ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურნენ სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი და ასევე პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე.

ჯამბულ გამცემლიძე:

„ჩვენი შვილების მკვლელების გვერდით დგეხარ მალხაზ და რას მივაწეროთ ეს გვითხარი მაინც, ნუ კადრულობ უკადრებელს, თავი დაანებე ცილისწამებას, ამას უფალი არ გაპატიებს. რით მოგწამლეს ნაცხროვის ცრუპენტელებმა ასე და რამ გაგაბოროტა შენსავით გულმოკლულ ადამიანებს, რომ ლანძღავ, თუ გითხრეს,რომ ეხლა კიდევ ბევრს დაიჭერენ ბუტას საქმეზე და მიდი მიაწექი იქნებ გაჩუმდნენო. დიახ ამის სუნი ასდის შენ ამ გამოხტომას და გულწრფელად მეცოდები შენც ჩემსავით შვილმოკლული მამა ხარ, თუმცა ის ხალხი გიყვარს ვინც შვილები დაგვიხოცა და იქნებ მიგვანიშნო მტერი როგორ შევიყვაროთ“.

გურამ გირგვლიანი:

„ია, ნუ მიაქცევ ყურადღებას, მაგასაც ეს უნდა, რომ გამოგიწვიოს, სანდროზეც ბევრი ჭორები დადის“.

banner
წინა სტატიაში“მეუფე იაკობის მსგავსი ყბედი ფიქრობს, რომ თვითონ ყველაფერი იცის და ახლა დროა ჩვენ გვასწავლოს”
შემდეგი სტატიაფოთის მუნიციპალიტეტის მერი სცემეს?!