“ოცნების” მიზანია, საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს, – ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება იყურება ყველგან, სადაც საქართელოს მტერია, თუმცა არ იყურება მეგობრებისკენ.
“იყურება რუსეთისკენ, იყურება ჩინეთისკენ, იყურება ირანისკენ, იყურება ყირგიზეთისკენ, იყურება ყველგან, სადაც არიან საქართველოს მტრები, მაგრამ არ იყურება საქართელოს მეგობრებთან. რატომ? იმიტომ, რომ მისი მიზანი არის სწორედ საქართცელოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მტრების ამარა დატოვება. აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთელი საგარეო პოლიტიკა, – ამბობს ბოკუჩავა.