“მისი ჩემდამი აგდებული დამოკიდებულება გასაკვირი იყო” – წულუკიანი

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის პროცესში ჩართული არ ყოფილა:
„პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ და მედიიდან შევიტყვე. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა შემიძლია, საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა, დავით ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ, არც შევხვედრილვარ. შესაბამისად, მისი ჩემდამი ასეთი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო უწყებებმა 5 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარის 136 „ნივა“ შეიძინეს
შემდეგი სტატიალევან იზორია : საერთაშორისო თანამეგობრობა იმაღლებს ხმას, რომ რუსეთს მუდმივად შეახსენოს საქართველოდან ჯარის გაყვანის ვალდებულება