მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ

შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში, განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიმუშავებს.

კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. უფრო მეტიც, პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, მოითხოვონ უბრალო უმრავლესობაზე მაღალი ზღვარი, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის დროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიშელის დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები 5 საპარლამენტო კომიტეტს უნდა ხელმძღვანელობდნენ
შემდეგი სტატიაკრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ