მიშელი: სასამართლო რეფორმა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ოპოზიციის და ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მიშელის თქმით, სასამართლო რეფორმის გატარება შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

“კანონის უზენაესობის კონსოლიდირების მცდელობა სასამართლო რეფორმების მეშვეობით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმა არის ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების მიღების პირობა”,– თქვა მიშელმა

დღევანდელ შეხვედრებში ხაზი გავუსვი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებების მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან მიმართებით.

უმცირესობათა უფლებები მეორეხარისხოვანი პრობლემა არაა. ადამიანთა მრავალფეროვნებისა და ღირსების პატივისცემა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული-აღნიშნა მიშელმა.მისივე განცხადები,
კმაყოფილი ვარ, რომ შეთანხმების ხელმომწერები თავს ვალდებულად გრძნობენ, შეასრულონ შეთანხმების ყველა საკითხი, სწორედ ეს არის მთავარი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და ამ მიმართულებით იმუშაონ. ასევე, მოვუწოდებ ყველა პარტიას, ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, მოაწეროს მას- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი მამლების გაზით მოწამვლით განადგურებას აკრძალავს