ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს. მიშელის თქმით, საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს და რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში.
ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ ახალი ტრაექტორია საქართველოს თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”, – წერს შარლ მიშელი.