მიშელი: “ქართველ ხალხს ვეტყვი – განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება”

გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიყვან და ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს მოხსენებას გაფართოებასთან დაკავშირებით. ადრეც მითქვამს და ახლაც ვადასტურებ, რომ გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიყვან და ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს“, – აღნიშნა მიშელმა.

შარლ მიშელმა საქართველოში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მესიჯი.

„უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ რეფორმები. მოახდინეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში და დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ესენი არის პრიორიტეტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

banner
წინა სტატიაშიThe Times: რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზას გახსნის
შემდეგი სტატიახაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა