მიშელი ნავალნიზე: EU ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.

ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში.

მებრძოლები იღუპებიან, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება,-წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშისუნაკი- ალექსეი ნავალნიმ მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა
შემდეგი სტატიაზელენსკი ნავალნიზე: ცალსახაა, ის მოკლა პუტინმა