მიშელი გაერო-ში რუსეთის ელჩს – შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი სურსათის მარაგს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ ფარულ რაკეტებად იყენებს და ადამიანებს სიღარიბეში ყოფნას აიძულებს.

„ბატონო რუსეთის ფედერაციის ელჩო, მოდი, გულწრფელები ვიყოთ, კრემლი იყენებს სურსათის მარაგს, როგორც ფარულ რაკეტას განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ,“- მიმართა მიშელმა გაეროში რუსეთის ელჩს, ვასილი ნებენზიას ნიუ-იორკში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე.

მისი თქმით, სურსათთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს იწვევს საკვებზე ფასების ზრდას, ხალხს სიღარიბისკენ უბიძგებს და იწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას ყველა რეგიონში. სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მიშელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა მარცვლეულის ქურდობაში და უკრაინაში მოსავლის დათესვისა და მოსავლის აღების პროცესისთვის ხელის შეშლაში.

შარლ მიშელის კომენტარებმა რუსეთის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, მან მიშელი რუსეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა.

„შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს“, – მიმართა შარლ მიშელმა მას დარბაზიდან გასვლისას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დაიწყო “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემას – AP
შემდეგი სტატიამე როგორც დედას, მაქვს შეკითხვა ყველასთან, ამისთვის მოკლეს ნიკო? – ნიკო კვარაცხელიას დედა