“მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე” – მურმან დუმბაძე

ახლა, როცა დასრულდება ეს მიტინგი, მივდივართ სახლებში, უნდა ავიღოთ ფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველ ტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში აუცილებლად უნდა მოიყვანოთ, – ასე მიმართა მურმან დუმბაძემ, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილებს.

როგორც მურმან დუმბაძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური არის გადამწყვეტი ბრძოლა.

„​ახლა, როცა დასრულდება ეს მიტინგი, მივდივართ სახლებში, უნდა ავიღოთ ფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველ ტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში აუცილებლად უნდა მოიყვანოთ. გამარჯვება გადის სწორედ მათზე. გადამწყვეტი ბრძოლაა. დღეს 23 ოქტომბერია, ორი თარიღი უნდა შეგახსენოთ, თითქმის ერთსა და იმავე დროებში. 23 ოქტომბერს, აქ ითქვა უკვე, სწორედ ბათუმიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, 2003 წლის 23 ოქტომბერს. მივესალმოთ ვარდების რევოლუციას, გაგრძელებაა დღეს მხოლოდ. 23 ოქტომბერს მესტიიდან ბათუმში ჩამოფრინდა ვიღაც კაცი და აგერ ათეულ მეტრში ზღვაში იბანავა, ვინ იყო ეს კაცი? მიშა. გინდათ მიშას თავისუფლება? ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლებაზე გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე. მოხვალთ ერთ კვირაში და ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი. მოხვალთ ერთ კვირაში საარჩევნო ყუთთან და ხელვაჩაურის მერად აირჩევთ მიშა ბოლქვაძე, მიშა იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭურიაში თევზჭერისა და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირი გაიმართა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ახლა არ არის გარჩევების დრო ძველი წყენების გახსენების დრო, ტყუან-მართალის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ