მიშას ორი „ჩ“, ანუ ჩუმი ჩანაფიქრი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 10, 2016 17:07

მიშას ორი „ჩ“, ანუ ჩუმი ჩანაფიქრი

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.მართლა აპირებს თუ არა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობას

 

„თაიმერი“ უკვე წერდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში, კერძოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება, დიდი ამბებია მოსალოდნელი. იმ ინფორმაცების მიხედვით კი, რომელიც ჩვნეთვის ყოფილი მმართველი პარტიის კულუარებიდან ამ ეტაპზე ხდება ცნობილი, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სააკაშვლის პარტიას, უპატრონო ეკლესიის არ იყოს, ძაღლები დაეპატრონონ. ნათქვამში უფრო მეტი სიცხადე რომ შევიტანოთ, უმჯობესია, ყველა იმ დეტალზე, რომელიც ჩვენმა წყაროებმა მოგვაწოდეს, დეტალურად ვისაუბროთ.

როგორც ცნობილია და ამას აღარავინ მალავს, „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს ე.წ. ბოკერიას და მიშას კლანები ებრძვიან. პრინციპში, სააკაშვილი, როგორც პერსონა, შეიძლება ითქვას, რომ თამაშიდან გასულია, ანუ მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა (ოდესის გუბერნატორი გახდა), საქართველოს მოქლაქეობაზე უარის თქმა მოუწია. ჩვენი კანონმდებლობით კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არ აქვს, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე იყოს. შესაბამისად, სწორედ ეს დეტალი გახდა იმის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ ბანაკებად დაყოფილიყო და ერთმანეთს ერთ დროს ერთ მუშტად შეკრული ადამიანები, როგორც იტყვიან, დანა-სისხლად მოჰკიდებოდენ.

ზოგადად, „ნაცმოძრაობაში“არსებულ კლანებზე ადრეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაშინ ამ ხმებს თავად „ნაციონალები“ არ ადასტურებდნენ, მაგრამ ახლა დაპირისპირებამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს.

რაც შეეხება ყოფილი მმართველი პარტიის „უპატრონოდ“ დარჩენას. ბოლო დროს სხვადასხვა მედიასაშუალებაში აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერიამ შეიძლება, ახალი პარტია შექმნას. ითქვა ისიც, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ახალი პარტიის თაობაზე მოლაპრაკებებს თითქოს პრეზიდენტ მარგველაშვილთან აწარმოებს. ისე, ბოკერიას საკუთარი პარტიის დაარსება რომ უნდა, ამის თაობაზე პირველად ხმები ჯერ კიდევ 2013 წელს გავრცელდა.

ამასობაში, „თაიმერს“ უკრაინული წყაროები აწვდიან ინოფრომაცის, რომ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ იტერესი დაკარგა და მას უფრო დიდი გეგმები აქვს. მაინც, რა არის მიშას ორი „ჩ“, ანუ „ჩუმი ჩანაფიქრი“?

„ვიღაცები მიშას გიჟს კი ეძახიან, მაგრამ ის სინამდვილეში გიჟი არ არის. კი ბატონო, შეიძლება, იმპულსური და აფექტურია, მაგრამ პოლიტიკური გათვლების გაკეთება ეხერხება. ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომაც, როგორც მე ვიცი, სწორედ ასეთი გათვლა იყო, ანუ ვიღაცებმა კი ატეხეს ერთ ამბავი, აი, პოროშენკომ სააკაშვილს წითელი აუნთო და შეიძლება, უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვანო, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ნაღდად არ არის. უკრაინაში ბევრი ახლობელი მყავს და მათგან ვიცი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას მიშა ძალიან უყვარს და „ევასება“. უფრო მეტსაც გეტყვით, მიშას პატივს ის უკრაინელი ჟურნალისტებიც სცემენ, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. ახლა, სახელს არ გეტყვით, მაგრამ ერთი გავლენიანი უკრანული გაზეთის რედაქტორს, როგორც ჩემმა ახლობელმა მითხრა, სააკაშვილის სურათი საძინებელში უკიდია, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინული მედიის დიდი ნაწილი კეთილად არის განწყობილი, ეს კი პოლიტიკოსისთვის რასაც ნიშნავს, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ,“ – ეუბნება „თაიმერს“ წყარო, რომელსაც უკრიანასთან კავშირი ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვს, ვიდრე იქ სააკაშვილი და სხვა „ნაციონალები“ „ჩასახლდებოდნენ“, შესაბამისად, ამ ქვეყნის პოლიტიკურ განწყობებს კარგად იცნობს.

ცხადზე უცხადესია, რომ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური ავანტიურა წამოიწყო, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა იქნება ამ ავანტიურის ბოლო, ან ეს ავანტიურა „ჰეფი ენდით“ დამთავრდება თუ არა, ჯერ ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, „თაიმერის“ წყარო ამბობს, რომ პარტიას, რომელიც მიშამ უკრაინაში დააფუძნა, ძალიან ბევრი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ჰყავს.

„როგორც მე ვიცი, ამის შესახებ ჯერ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ უკრაინელები არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილმა კენჭი უკრაინის პრეზიდენტობაზე იყაროს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ პოროშენკო და, ზოგადად, უკრაინული პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიშას ამ ჩუმ ჩანაფიქრს შეიძლება, ხვდება და ამიტომ, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა წაართვას, რითიც ალბათ, ახალი სკანდალი დაიწყება, ანუ მიშა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება, არ გახდეს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, მსოფლიო მედიის ყურდღების ცენტრში ისევ იტრიალებს და ამით თავისი თავის პოლიტიკურ ფასს გაზრდის, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც იმასაც გვეუბნება, რომ სააკაშვილი, როცა ოდესის გუბერნატორი იყო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაძლიერებული დაცვით ჩნდებოდა, – მუდმივად 30-მდე ადამიანი ახლდა თან და ასე, ალბათ, იმიტომ იქცეოდა, რომ რაღაც შიშები ჰქონდა.“

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ „უპატრონოდ დარჩენას“, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მართლა დაიწყებს და ბოკერიაც ახალ პარტიას შექმნის, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება, ცნობილმა სახეებმა დატოვონ, ანუ პარტია კი იარსებებს, მაგრამ იქ გავლენიანი პერსონები აღარ იქნებიან და შესაბამისად, პოლტიკურ გავლენას და „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ სტატუსსაც დაკარგავს. ეს კი ყველაზე დიდი დარტყმა „ოცნებისთვის“ იქნება, რადგან ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენილი ივანიშვილის გუნდი, როგორც ჩანს, ფონს გასვლას ისევ ყბადაღებული „9 წლით“ აპირებს, მაგრამ თუ „ნაცმოძრაობას“ ყველა ის ადამიანი დატოვებს, რომელმაც ეს 9 წელი „შექმნა,“ 9 წელზე ლაპარაკიც, თავისთავად ცხადია, უაზრობა გახდება, თუმცა ყველაფერი მაინც მას შემდეგ გაირკვევა, როცა „ნაცმოძრაობის“ ყრილობა ჩატარდება. ასე რომ, „თაიმერის“ წყაროების მონაცემებით, წინ დიდი ხმაური და საინტერესოზე საინტერესო ამბები გველის.

ბერდია კალანდია

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 10, 2016 17:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics