მიშა, შენმა შიმშილობამ დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე… დროა, შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა… – ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა შვილს

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი Facebook-ზე შვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და წერს, რომ მისმა შიმშილობამ ამომრჩევლის მობილიზებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რაც შედეგებზეც აისახა.

ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და ძალები მოიკრიფოს.

“მიშა მე ვთვლი რომ შენმა შიმშილობის 30 დღიანმა უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა. დროა შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა და ძალები მოიკრიფო. ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება”,-წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე ქუთაისის 93-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიადაიწყო გაყალბების შემდეგი სტადია: ოპოზიციის ხმების გაბათილება – ნიკა გვარამია