მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბრალდებულს ასეთი სოლიდური თანხა, მხარემ უპასუხა, რომ მხარდამჭერები უგროვებდნენ.

”მას აღიარებული აქვს თავისი ბრალი. მეორე საკითხი, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. მისცა ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლებლივ ფარგლებში რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით, სისხლის სამართლებრივ კოდექსში, იმით ვიხელმძღვანელებთ. თუნდაც გირაოს შუამგომლობა, თუნდაც პერსონალური თავდებობა.”- თქვა ბრალდებულის ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია
შემდეგი სტატიაზელენსკი: “უკრაინელმა სამხედროებმა აქტიური ოპერციებით ყველა მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს”