“ჯონ, ეს ბრძოლაა და შენ არასდროს დანებდები”-სააკაშვილი ჯონ მაკკეინის ავადმყოფობას ეხმაურება

“ჯონ მაკკეინი და მე მომენტალურად დავმეგობრდით მეოთხედი საუკუნის უკან, აშშ-ს სენატში ჩემი სტაჟირებისას, სადაც მე, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლე ვიმყოფებოდი. მას შემდეგ ერთმანეთის სახლში ბევრჯერ ვართ ნამყოფი, მაშინ კი, როცა რუსეთის არმიამ ჩვენი დაბომბვა დაიწყო და თავს დაგვესხა თავისი ჯარით, მან პირველმა დამირეკა და მითხრა: “მიშა, ეს ბრძოლაა და არც შენ და არც მე არასდროს დავნებდებით”. მაიდანის დროს მე მას ვთხოვე სხვაგან ვიზიტი გადაედო და კიევში ჩამოსულიყო, მან ასეც გააკეთა, შემდეგ კი დამირეკა და მადლობა გადამიხადა, მითხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო ვიზიტი იყო. ჩემს დიად მეგობარს გუშინ თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. დღეს მე მას მინდა ვუთხრა: “ჯონ, ეს ბრძოლაა და შენ არასდროს დანებდები”, გაუძელი, ყველა ჩვენთაგანის გამო!-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი ერთი კვირის წინ მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

გამოკვლევების მიხედვით, სისხლჩაქცევა გლიობლასტომის – ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო.სენატორის შვილმა მეგან მაკკეინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მთელი ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო: “ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვინც ყველაზე მშვიდი და აუღელვებელია ჩვენს ოჯახში, ეს მამაჩემია”.

banner
წინა სტატიაშიმოხდება თუ არა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის აღება-ქეთევან ენუქიძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ,” – ლეილა მუსტაფაევა შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება