მიშა ბოლქვაძე: როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა გვაქვს ორთაბათუმში, სადაც მდინარის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი

“როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა გვაქვს ორთაბათუმში, სადაც მდინარის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი. მივმართავ პროკურატურას – სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება თუ როგორ მოხდა გასხვისება უცხოელ მოქალქეებზე – რუსზე და არაბზე და სასწრაფოდ მოხდეს კოტეჯების დემონტაჟი, რადგან არ განმეორდეს შოვის ტრაგედია” – განაცხადა ხელვაჩაურის ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.

“ როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა გვაქვს სოფელ ორთაბათუმში. ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ორთაბათუმი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მდინარე ყოროლისთავის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი.

ჩვენ დღეს მივმართავთ “რუსული ოცნების” პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება თუ როგორ მოხდა მდინარის კალაპოტის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე – არაბი და რუსი მეპატრონეები.  როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან და როგორც დოკუმენტაციაში ჩანს და ასევე ამ მდინარის კალაპოტში მშენებლობის ნებართვის გაცემა, ამ უკანონობასთან გვაქვს ჩვენ ადგილი, რომელი უკანონობითაც და კორუმპირებული რუსული გარიგებითაც შემდეგ წლებში, ღმერთმა დაიფაროს და რამდენიმე ქალაქის სიცოცხლე უნდა იმსხვერპლოს, რადგან აქ თქვენ ხედავთ მდინარის კალაპოტს თუ რა მოცულობაზე და სიგანეზე არის გაშლილი და გამომდინარე იქიდან, რომ ეს მდინარე დიდდება, საფრთხე ექმნება ამ მდინარეში განთავსებულ კოტეჯებს და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებიც იცხოვრებენ.

მოვუწოდებთ პროკურატურასთან ერთად ხელვაჩაურის მერიას, დროულად მოხდეს ამ კოტეჯების მშენებლობა და დაიწყოს დემონტაჟი, რადგან მომავალ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ეს არის 2021 წელს გაცემული ნებართვა და დღეს გვაქვს სახეზე 54 კოტეჯი, რომლის დემონტაჟსაც ვითხოვთ და რომლის არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. კიდევ ერთი ტრაგიკული მოვლენა რომ არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მოვუწოდებთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება და მოხდეს დემონტაჟი ამ კოტეჯების” – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც ბავშვთა უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული
შემდეგი სტატიაშოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა