მიშა არ გადაყავთ სასამართლოში 11 საათზე, ქალაქის მეორე ბოლოში 2 საათზე დაანონსებული აქციის გამო – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, ხოლო აქცია დედაქალაქის სულ სხვა ადგილას, 2 საათზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი მობილიზება სასამართლოს ეზოში არ იგეგმებოდა.

“სასამართლოზე ხალხიც არ არის, აქცია დაანონსებულია მეტრო ავლაბართან, არავითარი მობილიზაცია ან პროტესტი დიღომში, სასამართლოსთან არ გამოგვიცხადებია. კარგად ჩამს კადრებში სასამართლოს ეზო.

ამ დროს, მიშა არ გადაყავთ სასამართლოში 11 საათზე 2 საათზე ქალაქის მეორე ბოლოში დაანონსებული აქციის გამო თითქოს.

ადამიანს დაცვის უფლებას არ აძლევენ”,- წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

წინა სტატიაშიხვიჩია – სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ, მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ
შემდეგი სტატიავიდეოკადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ- უკრაინის სახალხო დამცველი