„მისასალმებელია, თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები“ – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძღაობის“ წევრი რომან გოცირიძე სახელმწიფო უწყებების დონეზე ოპტიმიზაციას მიესალმება. მისი თქმით, მისასალმებელია თუ გაუქმნდება უსარგებლო სტრუქტურები:

„​თეა წულუკიანი არის ერთადერთი მინისტრი, რომელიც არ შეცვლილა ამ ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს ორ რამეს – მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. ორმაგი დატვირთვის მქონე ადამიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც არის პრობლემური.

მისასალმებელია თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები. საერთოდ არ არის საჭირო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათაო ოფისი. მკვდარი ორგანიზაციაა ეკონომიკის სამინისტრო. მრავალი სხვა სამინისტრო თუ გაუქმდება, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. საქმე კეთდება მათ დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში და არა სათაო სტრუქტურაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული