მისასალმებელია რიგგარეშე სხდომების მოწვევაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მთავარია, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ეყოთ სხდომაზე მოსვლის გამბედაობა და სხდომის საბოტაჟი არ მოაწყონ – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომების მოწვევასთან დაკავშირებით.

მანჯგალაძის თქმით, ახლა მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს იმის გამბედაობა, რომ მივიდნენ სხდომაზე და სხდომის საბოტაჟი არ მოაწყონ.

„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მოიწვია რიგგარეშე სესია. ჩვენ მოვითხოვეთ სესიის ჩატარება და არა სხდომის. სესიას აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, თავის საპარლამენტო საქმიანობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ვგულისხმობ საკომიტეტო მუშაობას, სხდომებს და დასრულდება მაშინ, როცა ამოიწურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. აი, ეს არის, რაც გააკეთა პრეზიდენტმა. ნამდვილად მისასალმებელია მისი ეს ნაბიჯი. ეს ხელს უწყობს პოლარიზების დასრულებას, თანამშრომლობის პლატფორმა პარტიებს შორის არის პარლამენტი. ახლა მთავარია, „ქართულ ოცნებას“ ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს გამბედაობა იმის, რომ მოვიდნენ სხდომაზე და ამ სხდომის საბოტაჟი არ მოაწყონ. თუ მოხდება პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი, როგორც ეს უკვე ერთხელ ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ იქნება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, აღიარებული და დასაბუთებული. ეს იქნება მტკიცებულება, რომ არ ასრულებენ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს სამუშაო ჯგუფების სახით, არის ფარსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში გადატრიალებას აპირებენ – მიხეილ ყაველაშვილი
შემდეგი სტატიაევროკომისარი ილვა იოჰანსონი – უკრაინას სჭირდება იარაღი საკუთარი თავის დასაცავად, ევროკავშირი მატერიალურად მხარს უჭერს უკრაინულ არმიას სრული ნდობით