“მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები”

რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი ვარაუდით, საქართველოში უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს.

„მე მეგონა, რომ ჩვენ გადავლახეთ წითელი ხაზი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ წითელ ხაზს ვხაზავთ და არც მჯეროდა, რომ აქამდე მივიდოდით. რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

banner
წინა სტატიაშინინა კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ
შემდეგი სტატიაგამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება დაახლოებით 2 წელი არ მოხდება