,,ისე ხომ საინტერესოა, რატომ უთხრა ქრისტიანმა მღვდელმა გაბრაზებულ ხალხს: შვილები რომ მოგიკვდებათ( გარდაგეცვლებათ კი არა, მოგიკვდებათო ) ვინ უნდა აუგოს წესიო და არ უთხრა, ახლობელი რომ გარდაგეცვლებათო. ახლობელი შეიძლება იყოს მშობელი, საყვარელი ადამიანი, მეუღლე, მეგობარი და ყველა ვინც ძვირფასია ადამიანისთვის. არა, ყველაზე დიდი სიმწარე შვილია და მის ტვინს უკვე ნაფიქრი აქვს, რომ მტერს (ანუ ჩვენ) აუცილებლად შვილი უნდა მოუკვდეს, ეს უნდა იყოს ღვთის სასჯელი, მაგრამ მარტო ღვთის სასჯელიც არ არის საკმარისი, ისიც განცდილი აქვს უკვე ამ უსათნოესს, როგორ ევედრება ღვთისგან დასჯილი სასოწარკვეთილი ” მტერი” შვილისთვის წესის აგებას ერთადერთ ნუგეშად და ის როგორ ეუბნება უარს, რომ ბოლომდე გაუსწორდეს. ამით ცოცხლობს ეს კაცი და თქვენ კიდევ ჩვენთან რატომ არ დგახარო?. ხომ არ გადაირიეთ, ხალხო? ქრისტიანები არ ხართ? რატომ უნდა იდგეს , რად გინდათ, რას ელით მისგან ან რატომ ელით?”,-წერს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართებდა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.მისივი განცხადებით, მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?!