მის სისხლში ერთი ბურთულაც არ არის, საბჭოთა კგბ-ს ემბლემა რომ არ იყოს ზედ – კონსტანტინე გამსახურდია პუტინზე

კონსტანტინე გამსახურდია ვლადიმირ პუტინის ფრაზას: “სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, ის მიწა ჩვენია” ეხმიანება და აფასებს ერთ-ერთი კომენტატორის მოსაზრებას, რომ ვლადიმირ პუტინი თავიდან პროდასავლელი იყო, შემდეგ კი ჩე გევარად გადააქციეს. გამსახურდია ამ მოსაზრებას სრულ აბსურდად მიიჩნევს:

“ამას წინათ ერთ-ერთმა კომენტატორმა ეს სუბიექტი ჩე გევარას შეადარა. თავიდან პროდასავლელი იყოო, ვლადივასტოკიდან ვანკუვერამდე ერთიან სივრცეს მხარს უჭერდა, მაგრამ დასავლეთმა იმდენი ქნა, რომ გააჩეგევარაო. (სრული აბსურდი.)

მიხეილ ჯავახიშვილს აქვს საყურადღებო და სიმპტომატური მოთხრობა “ლამბალო და ყაშა”, რომელშიც მოქმედება მე-20 ს-ის დასაწყისში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ ირანში ვითარდება. მღვდელი ყაშა ლაზარე აქ პროპაგანდისტი, ჯალათი და იმპერიის ერთგული ძაღლია.

იგი ადგილობრივ აზერბაიჯანელ ახალგაზრდას წამებით ამოახდევინებს სულს. ხოლო მისი უფროსი მთავარეპისკოპოსი, რომლის რეზიდენციაც იქვეა, ამბობს: სადაც რუსმა ჯარისკაცმა ფეხი დადგა და სადაც მისი ძვლები მარხია, რუსეთიც იქ არისო. წაიკითხეთ, ვისაც არ წაგიკითხავთ.

ჩე გევერასი რა გითხრათ, და ეს სუბიექტი ლამის ბავშვობიდან არის ყაშა ლაზარეც და “პრავოსლავნი” მთავარეპისკოპოსი პავლეც, სობჩაკთანაც ეგ იყო და მერეც, ელცინობისას. მის სისხლში ერთი ბურთულაც არ არის, საბჭოთა კგბ-ს ემბლემა რომ არ იყოს ზედ. ის თავიდანვე რაც იყო, ის დარჩა. არაფრად არ ქცეულა”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქზე”.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს – რომეო მიქაუტაძე ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში, ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში