მის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს – რუსოპულოსი

“ეჭვგარეშეა, რომ მის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს,” – ამ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აკეთებს.

რუსოპულოსის შეფასებით, ნავალნი “იყო იმედის შუქურა რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლთათვის”.

ეჭვგარეშეა, რომ მის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს, რომელმაც მისი მოწამვლა სცადა, უკანონოდ დააპატიმრა და სისტემატურად ახორციელებდა საზარელ და არაადამიანურ მოპყრობას. ეს ემატება ყველა იმ დანაშაულს, რაც უკვე ჩაიდინა რუსეთის რეჟიმმა. ნავალნის სიკვდილი დიდი დანაკლისია რუსი ხალხისთვის. როგორც თავისი უფლებების გაბედულმა და მტკიცე დამცველმა, მან აჩვენა, რომ ჭეშმარიტების ძალას შეუძლია დაუპირისპირდეს ყველაზე ძლიერ და მჩაგვრელ დიქტატურებსაც კი. ის იყო იმედის შუქურა რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლთათვის,” – ამბობს რუსოპულოსი.

banner
წინა სტატიაშიაზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, ყველამ დიდი ხანია დაივიწყა – სიმონიანი ნავალნიზე
შემდეგი სტატია„მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?“ – ყინწვისის მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა