15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

„მის პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას“ – გიორგი ჩალაძე გია ვოლსკის პასუხობს

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი ჩალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას არასერიოზული უწოდა. ვოლსკიმ მანამდე ირწმუნებოდა, რომ „სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად“.

„ბატონ ვოლსკის სინდისი, ნამუსი ან სხვაგვარი წინააღმდეგობა ენის მორჩილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. შესაბამისად, მის პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას. თემატურად არის არასერიოზული. ბატონი ვოლსკის გაღებული პირი არაფერია, გარდა სოფლის უბორნიისა, უკაცრავად გამოთქმისთვის“, — განაცხადა ტვ პირველის ეთერში გიორგი ჩალაძემ.

პოლიტიკური დაპირისპირება 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს მოჰყვა. პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა და აღნიშნა, რომ „ოცნების“ დამფუძნებელმა, იოსელიანის მსგავსად, ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. ამასთან, სააკაშვილმა ივანიშვილი „ქოლცენტრებში“ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასა და მათ „თაღლითებად ქცევაში“ დაადანაშაულა.

სწორედ მიხეილ სააკაშვილის ამ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა გია ვოლსკიმ, რომ ექსპრეზიდენტი თავად არის ცნობილი ნარკომომხმარებელი, რასაც ჩალაძის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“ამის უფლებას არავის მივცემ!”- ეკა კუპატაძე მალანიას პროცესზე
შემდეგი სტატიაევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ჩართული პირები და ორგანიზაციები დაასანქცირა