მის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები ავდეევკას მახლობლად წინ მიიწევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები ავდეევკას მახლობლად წინ მიიწევენ.

“უკრაინული და რუსული ჯარები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა წვიმიანი ამინდი, სავარაუდოდ, ბრძოლის ტემპს შეანელებს. 19 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკას მახლობლად კონტრშეტევა განახორციელეს, იქ მათ დადასტურებული წინსვლა აქვთ.

ამავე დღეს გამოქვეყნებული გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები სტეპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის მახლობლად (ავდეევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 3კმ) დაწინაურდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, გუშინ რუსულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

banner
წინა სტატიაშითემურ ალასანია – სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება
შემდეგი სტატიაისრაელი ავრცელებს ჩანაწერს, თუ როგორ შეჰყავთ ჰამასის წევრებს მძევალი ალ-შიფას ჰოსპიტალში