რიჟვაძის განცხადებები საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.
მისივე თქმით, საინტერესოა, თავად რიჟვაძე სად იყო 2008 წელს.
„თორნიკე რიჟვაძე სამარცხვინო პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, პოლიტიკოსი თუ არის არც ვიცი. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოა. მის ამ განცხადებაზე მახსენდება ცნობილი ანეკდოტი, „მე მომკლეს ბაბუაო“, თვითონ სად იყო 2008 წელს ეს არის საინტერესო”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
















