„მის დედამიწა 2017-ის“ ტიტულის მფლობელი ფილიპინელი ლამაზმანი გახდა

26 წლის ფილიპინელი კარენ იბასკო „მის დედამიწა 2017-ის“ ტიტულის მფლობელი გახდა. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი “ABS-CBN”.
კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 84 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
კარენ იბასკო პროფესიით ფიზიკოსია, კერძოდ იგი შეისწავლის ენერგიის წყაროებს, მუშაობს ერთ-ერთ უნივერსიტეტში. შეკითხვაზე – რა უფრო მეტად ავნებს ჩვენს პლანეტას, ახალგაზრდა ლამაზმანმა თავი აარიდა მეცნიერეულ პასუხს. “მიმაჩნია, რომ ჩვენი პრობლემა არა კლიმატის ცვლილებაშია, არამედ უმეცრებასა და აპათიაში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომები და აზრები. ამ მიკრო მცდელობებს ექნება მაკრო ეფექტი და იხსნის ჩვენს სახლს- დედამიწას განადგურებისგან”, – განაცხადა კარენ იბასკომ.
რაც შეეხება საქართველოს, მას „მის დედამიწა 2017-ში“ წარმომადგენელი არ ჰყავდა.

banner
წინა სტატიაშირესტორნის “გადაგდების” მცდელობა და სამი დაკავებული
შემდეგი სტატიატეხასში ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა-არის დიდი რაოდენობით მსხვერპლი