“მის აშშ” შავკანიანი გახდა

2 (1)IT-ანალიტიკოსი და არმიის ოფიცერი დეშონა ბარბერი სილამაზის 65-ე კონკურსის “მისს აშშ”-ს გამარჯვებული გახდა – წერს The Huffington Post-ი.
ტიტულის მოსაპოვებლად მან 51 კონკურსანტი დაამარცხა.
ამერიკელი ფორტ-მიდში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობს უფროს თანამშრომლად. ასევე, ის ვაჭრობის სამინისტროში IT-ანალიტიკოსად მუშაობს.
“აშშ-ს არმიაში სქესობრივი სხვაობა არ არსებობს. ქალებიც ისეთივე მკაცრი განრიგით არიან, როგორც მამაკაცები. როგორც საკუთარი განყოფილების მეთაური, მე ძლიერი ვარ და საქმისადმი ერთგული” – განაცხადა ბარბერმა კონკურსის დროს. ნოემბერში ის “მის სამყარო”-შიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.

კონკურსის საიტზე გამოქვეყნებული ბარბერის ბიოგრაფიის მიხედვით, მან ვირჯინიის უნივერსიტეტი დაამთავრა, უყვარს ცეკვა, ლაშქრობებზე სიარული და საკუთარ ოჯახთან ერთად დროის გატარება.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) კორცხელში მონაწილე პირების ადვოკატის მტკიცებით, სპორტსმენები ხელკეტებით სცემეს
შემდეგი სტატიაპრემიერი: სანდრო ჯეჯელავა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატება ჩვენი გუნდისთვის