მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

AWBF3P Judge

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შეეფარდა. აღკვეთის შეფარდებაზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იმსჯელეს.

მოსამართლე ვალერი ბუგინაშვილმა გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის გირაოს შესახებ და ასევე, 800-მდე ხელმოწერა, რომელიც მაჭარაშვილის თანასოფლელებმა შეაგროვეს. სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ბრალდებულმა.

“მე თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ვაღიარებ განვახორციელე გასროლა, რადგან მათ ჩემს ეზოში მომაყენეს შერაცხყოფა და ისე დატოვეს ტერიტორია, რომ პასუხი ვერ გავეცი. მოითხოვეს ჩემგან ორი ტომარა ხორბლის შეძენა, რაც შევთავაზე არ მოეწონათ და სიტყვიერად დამიპირისპირდნენ. ხელი მკრეს, წავიქეცი, ვცადე იქვე დადებული ნიჩბით თავის დაცვა, ამ დროს მცემეს. დაზიანების მიყენება არ მინდოდა მე მანქანის შეჩერება მინდოდა მხოლოდ,” – აღნიშნა ბრალდებულმა პაატა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილს სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა 56 წლის კაცმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი დაჭრა. 31 წლის კობა თარაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაში“პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მიზანმიმართული პოლიტიკა გრძელდება”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გია უდესიანის მიმართ ახალ ბრალდებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო