მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება – შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება. ირაკლი შოთაძის თქმით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში მოპოვებული და ამოღებულია თავად გამოძიების მიერ.
“ამ მიმართულებით შსს-მ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით…ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკკიცებულება, აქვს”განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“თუ მისი არგუმენტები სწორი იქნება, შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც” – ფოფხაძე
შემდეგი სტატიახანძარი თბილისში – ცეცხლი მთის ფერდობზე საფლავების ტერიტორიას უკიდია