მირზა სუბელიანი კვლავ დაკითხვაზე იმყოფება

მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ მივიდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი, უკვე მესამედ მივიდაშსს-ში გამოკითხვაზე.

მანამდე სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე 7 ივნისს დაიბარეს და დაახლოებით დღის 14:00 საათისთვის მივიდა. მისი დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

banner
წინა სტატიაშიგომბორზე ბავშვებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა – გარდაცვლილია 1 მოზარდი
შემდეგი სტატიაპარლამენტის საგამოძიებო კომისიისგან არ მაქვს დიდი მოლოდინი და არც უნდობლობა – გიორგი მარგველაშვილი